
დარია იასტრემსკაია ამჟამად რეიტინგის 32-ე ჩოგანია და ქალთა ჩოგბურთშიც საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. 21 წლის ჩოგბურთელის ანგარიშზე უკვე 3 მოგებული ტიტულია, ხოლო 2019 წლის უიმბლდონზე სულაც მეოთხე წრეში გააღწია.
მოკლედ, უკრაინელ მეჩოგნეს წინ ნათელი სპორტული მომავალი კი აქვს, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი უკან დარჩეს, რადგან გაურკვეველი ვადით დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი კი დოპინგის გამოყენებაა.
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ და სპორტულმა არბიტრაჟმა დარია იასტრემსკაია მიმდინარე წლის იანვარში WTA-ს ტურს დროებით ჩამოაშორა. საქმე ძიებაშია და 21 წლის ჩოგბურთელის მომავალიც ამ ეტაპზე ბუნდოვანია.
ამასობაში, გერმანულ გამოცემა Spiegel-ს ხელში ჩაუვარდა დარია იასტრემსკაიას ჩვენება, სადაც უკრაინელი ჩოგბურთელი ყველაფერს ყოფილ ბოიფრენდს აბრალებს. მისი თქმით, ორგანიზმში აკრძალული პრეპარატების კვალი სექსის გამო აღმოაჩნდა. წაიკითხეთ ვრცლად






















