19:30 | 2020-06-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბოიკოტი „ფეისბუქს“: ცუკემბერგმა ერთ დღეში 7.2 მილიარდი დოლარი დაკარგა

ბოიკოტი „ფეისბუქს“: ცუკემბერგმა ერთ დღეში 7.2 მილიარდი დოლარი დაკარგა

მილიარდერი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკემბერგის ქონება ერთ დღეში 7.2 მილიარდი დოლარით დაეცა, მას შემდეგ, რაც უმსხვილესმა კომპანიებმა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადეს.

 

როგორც Bloomberg-ი წერს, 26 ივნისს, კომპანიის აქციები 8,3 პროცენტით დაეცა.

 

პამელა ანდერსონი 52 წლის ასაკში კვლავ გაშიშვლდა - ფოტო
2020-06-27პამელა ანდერსონი 52 წლის ასაკში კვლავ გაშიშვლდა - ფოტო

 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სარეკლამო კომპანიამ Unilever-მაფეისბუქს“ ბოიკოტი გამოუცხადა და წლის ბოლომდე რეკლამების განთავსებაზე უარი განაცხადეს, როგორც „ფეისბუქზე“, ასევე „ინსტაგრამზე“.

 

ფესიბუქს“ ბოიკოტი ასევე გამოუცხადეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: ტელეკომუნიკაციების გიგანტი Verizon, ასევე უმსხვილესმა საკონდიტრო მწარმოებელი Hershey და „კოკა-კოლა“.

 

მათი განცხადებით, ფეისბუქმა ვერ შეძლო ამერიკაში პროტესტის ფონზე „საკმარისად გაეკონტროლირებინა სიძულვილის და დეზინფორმაციის გავრცელება“.

 

ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ცუკემბერგის ქონება 82,3 მილიარდ დოლარამდე დაეცა და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X