08:52 | 2021-10-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბოკერია მაინც სულ სხვაა ღალატის ხარისხში, პირველობას მაინც არ თმობს?! – თაკო ჩარკვიანი

ბოკერია მაინც სულ სხვაა ღალატის ხარისხში, პირველობას მაინც არ თმობს?! – თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აკრიტიკებს პოლიტიკოსებს, რომლებიც 14 ოქტომბრის აქციაზე მისვლას არ აპირებენ. ამჯერად, პოლიტიკოსი გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

„ვუსმენდი და ვფიქრობ: აი ბოკერია მაინც სულ სხვაა ღალატის ხარისხში, პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ რაღაცაში ხომ უნდა იყოს პირველი! პოლიტიკოსებო „კეთილშობილებო“, ეს აქცია 14-ში პრეზიდენტის არჩევნების კი არა, მოშიმშილე დაჭერილი კაცის, მესამე პრეზიდენტის სოლიდარობისთვის აქციაა! რა უბედურება გჭირთ, რა?!“, – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X