
„ბოკერიას პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია და მავნებელი, ბნელი საქართველოა სინამდვილეში, როგორც ოპოზიციის შიგნით, ისე ელჩებთან შეხვედრებზე ცდილობდა ამ მოლაპარაკებების ჩაშლას, ეს ხდებოდა პირველივე დღიდან. იძახდა – არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა“, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი აცხადებს.
შეგახსნებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უკვე გაიმართა. მოქალაქეების პარტიის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ მოლაპარაკებების ჩაშლა სურს. ამასთან მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის დათმობაზე წამოვიდეს.
„გულზე ხელი დავიდოთ, ამაზე მეტი რა უნდა თქვან“ – „ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნებს დათანხმდა?!






















