19:00 | 2020-05-27 ავტორი: ნინი ტაველიძე

ბოლივიელმა ბიჭებმა თავი შხამიან ობობას დააკბენინეს, რათა Spider Man-ად გადაქცეულიყვნენ

ბოლივიელმა ბიჭებმა თავი შხამიან ობობას დააკბენინეს, რათა Spider Man-ად გადაქცეულიყვნენ

ბოლივიელმა ბიჭებმა თავი შხამიან ობობას დააკბენინეს, რათა Spider Man-ად გადაქცეულიყვნენ. ინფორმაციას Daily Star-ი ავრცელებს.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამივე ბიჭი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სჯეროდათ, რომ შხამიანი ობობა „შავი ქვრივის“ ნაკბენი მათ მარველის პერსონაჟ Spider Man-ად გადაააქცევდა. „ადამიანი ობობას“ ფილმშიც ხომ მოვლენები ასე ვითარდება. ბიჭები 8, 10 და 12 წლისები არიან.

 

ობობის ნაკბენის შემდეგ ბავშვებს კუნთების ტკივილი დაეწყოთ. დედამ დაინახა, რომ ბავშვები ტიროდნენ და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

მათ წამალი დაალევინეს, თუმცა მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, რის შემდეგაც ბიჭები ქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

 

მაღაზიები, მოლები, ბაზრობები, რესტორნები ... იმ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი, რაც 29 მაისიდან იხსნება
2020-05-27მაღაზიები, მოლები, ბაზრობები, რესტორნები ... იმ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი, რაც 29 მაისიდან იხსნება

 

 

შემდეგ ბავშვებს მწერების კბენის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს და 5 დღის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

 

 

ბოლივიის ეპიდემიიოლოგიის და ჯანდაცვის მინისტრმა, ვირჯილიო პეტრომ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მშობლებმა შვილებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ბავშვებს ფილმებში განვითარებული მოვლენები რეალობა ჰგონიათ.

 

 

ობობას სახელად შავი ქვრივი იმიტომ უწოდეს, რომ ის შეჯვარების შემდეგ მამრს კლავს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X