17:39 | 2020-05-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა

ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა

ბოლნისში კორონავირუსი ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი სოფელი გეტადან, ხოლო ორი სოფელი მუშევანიდანაა.

 

სოფელ გეტას კლასტერთან ამ დროისთვის 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

 

სოფელ გეტაში ზომები 15 მაისიდან გამკაცრდა.

 

ამ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 25 აპრილის შემდეგ მოქმედებს.

 

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 145 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

 

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 12.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3873 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: სალომე ნეფარიძე

X