20:39 | 2020-05-14 ავტორი: თამთა თორდია

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისში, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსზე შესწავლილი 86 ნიმუშიდან 15 მათგანი დადებითია.

 

დადასტურებული შემთხვევებიდან შვიდი არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელ გეტას  კლასტერიდანაა. ამ დროისთვის, ბოლნისში 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

 

ცნობისთვის, ქვეყანაში  კორონავირუსი  652  ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X