
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაცია ეხება როგორც დარღვევებს, ისე საარჩევნო უბნებზე მომხდარ სახალისო ამბებს.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ბოლნისის #23-ე საარჩევნო ოლქის #51-ე საარჩევნო უბანზე მყოფი აქტიური მოქალაქე უბანზე მყოფ ამომრჩევლებს კონვერტებს ურიგებდა.
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გაარკვია, კონვერტებში ქორწილის მოსაწვევები იყო მოთავსებული.

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















