
პირველი შემთხვევა – საქართველოში კორონავირუსი ფეხმძიმეს აღმოაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელი, ლალი ტურძელაძე „ტვ პირველის“ ეთერში ადასტურებს.
„ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. როგორც მითხრეს, ქალი გადმოჰყავთ ბოლნისიდან. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცი, რომ ვირუსი დაუდასტურდა. ის მოთავსდება იქ სადაც ორსულები წვანან, მიხედავს მას მეან-გინეკოლოგი და მკურნალობაში ინფექციონისტიც ჩაერთვება,“ – ამბობს ექიმი.
რა ხდება ქვეყანაში
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 77-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















