
ბოლო 15 წუთში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 პირის ცხედარი ამოასვენეს, მათგან ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ოფიციალური ინფორმაციით შემთხვევის შედეგად სულ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა მათგან ერთ ბავშვი, ერთი ქალი და ორი მამაკაცია.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 300-მდე მეხანძრე-მაშველი.






















