10:40 | 2020-05-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბოლო 24 საათში, 5 პაციენტი გამოჯანმრთლედა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

ბოლო 24 საათში, 5 პაციენტი გამოჯანმრთლედა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი კიდევ 5-მა პაციენტმა დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„4 მაისის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 87 პაციენტი, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 74 პაციენტი.

 

რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 6 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 76 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X