
24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 89 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 425,796 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 357,142-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 14,348 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.






















