12:57 | 2020-04-07 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დღემდე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის სულ 951 მოქალაქე დაჯარიმდა

დღემდე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის სულ 951 მოქალაქე დაჯარიმდა

ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

 

პოლიციამ, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმა.

 

დღემდე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის სულ 951 მოქალაქე დაჯარიმდა.

 

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 28 მოქალაქე დააჯარიმეს. სულ დაჯარიმდა 445 მოქალაქე.

 

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.

 

ცნობისთვის. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

ამავე თემაზე:

 

საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო, დღემდე 4 მილიონამდე ჯარიმა გამოიწერა
2020-04-06საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო, დღემდე 4 მილიონამდე ჯარიმა გამოიწერა

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X