
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 348 ადამიანი განიკურნა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 63 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 47 390 გამოჯანმრთელდა, 521 კი გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობას 4 709 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 066 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.






















