11:07 | 2021-05-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 326 441 გახდა.

 

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 329 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 306 264-ს მიაღწია.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 16 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 379 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 PCR ტესტით.

 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2.43%, ბოლო 14 დღის – 5.56%, ბოლო 7 დღის –  4.79%.

 

სულ აცრილია – 77 343, დღიურად აცრილია – 4 056 პირი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X