10:44 | 2022-01-04 ავტორი: Prime Time

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

მათივე ცნობით, კოვიდ-19-ს კიდევ 67 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 955 პაციენტი.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 46 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 446.

ავტორი: Prime Time

X