
ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ კი მხოლოდ 39 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვალების შემთხვევა იყო გამოვლენილი.
ასევე, ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტიტრბულია.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კორონავირუსით სულ 81,740 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3,331 გარდაიცვალა, ხოლო 77,167 გამოჯანმრთელდა.






















