
საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 4112 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის.






















