
ბოლო 4 თვეში 100-მდე ძაღლი მოკლეს და აწამეს – ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ძირითადად ცხოველებზე მოძალადე ადამიანებს არ სჯიან.
„როდემდე უნდა აფარებდეს პოლიცია ხელს ძაღლის მკვლელებს? როდემდე უნდა დაეთრეოდნენ დაუსჯელი საზოგადოების ეს აყროლებული ფურუნკულები?
ბოლო 4 თვის განმავლობაში 100 – ზე მეტი შემთხვევა მოხდა ძაღლის წამების და მკვლელობის. არც ერთი კრიმინალი არ დასჯილა.
დღეს, პოლიციის უმოქმედობით გათამამებულმა მანიაკებმა, კიდევ ერთი უდანაშაულო ძაღლი მოკლეს
თბილისში, აეროპორტის დასახლებაში. როდემდე ბატონო პოლიციელებო?“ – წერია თავშესაფრის განცხადებაში.
როდემდე !!!უნდა აფარებდეს პოლიცია ხელს ძაღლის მკვლელებს?როდემდე უნდა დაეთრეოდნენ დაუსჯელი საზოგადოების ეს აყროლებული…
Gepostet von Tamaz Elizbarashvili dog shelter am Dienstag, 28. April 2020






















