19:35 | 2021-08-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბოლო დროის ყველაზე ანტივაქსერული ნაბიჯი ტრანსპორტის გაჩერება იყო – მაია ბუწაშვილი

ბოლო დროის ყველაზე ანტივაქსერული ნაბიჯი ტრანსპორტის გაჩერება იყო – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტრანსპორტის აკრძალვის ფაქტს ეხმაურება და ანტივაქსერულ ნაბიჯად აფასებს.

 

„მე თუ მკითხავთ, ბოლო დროის ყველაზე ანტივაქსერული ნაბიჯი ტრანსპორტის გაჩერება იყო“, – დაწერა სოციალურ ქსელში ბუწაშვილმა.

 

მანამდე, ინფექციონისტი ​ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა. როგორც ბუწაშვილი ამბობს, არასწორია აგრესიული მიდგომა იმ ადამიანებთან, ვისაც აცრა არ უნდა.

 

ისივე თქმით, არასწორია ის მოსაზრება, რომ აუცრელი ადამიანების მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ აღარ უნდა დაფაროს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X