23:11 | 2021-02-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბოლო ყველა შემთხვევაში გაქცევაა! – ნიკა გვარამიას პროგნოზი მელიას საქმის გაგრძელებაზე

ბოლო ყველა შემთხვევაში გაქცევაა! – ნიკა გვარამიას პროგნოზი მელიას საქმის გაგრძელებაზე

წამით ეჭვი არ შემპარვია და ამაზე ცხადი არაფერი იყო ჩემი აზრით, – ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას.

 

პროკურატურის შუამდგომობა დაკმაყოფილდა - ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდეს!
2021-02-17პროკურატურის შუამდგომობა დაკმაყოფილდა - ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდეს!

 

„ახლა გაგრძელება: ან ვერ იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს პატიმრობის აღსრულებას, ჩამოშლილია და გაიქცევა, ან იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ლიდერს იჭერს, განწირულია და უნდა გაიქცეს. მოკლედ, ბოლო ყველა შემთხვევაში გაქცევაა. მალე“,- წერს გვარამია.

 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X