12:52 | 2020-05-06 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბოლო მონაცემები – როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა

ბოლო მონაცემები – როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა

6 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 269 ადამიანი.

 

პაციენტები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში არიან მოთავსებულები. კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობაზე განმარტებებს აკეთებენ.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა 

 

ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში 84 პაციენტია მოთავსებული. აქედან 69-ს ვირუსი აქვს დადასტურებული.

 

კლინიკას სამი დაინფიცირებული დაემატა. აქედან ორი ბავშვია, ერთი კი მოზრდილი. ისინი თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან. სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის

 

10 პაციენტი საყურადღებო, ერთი კი რეანიმაციაში რჩება.

 

ინფექციური საავადმყოფო 

 

ინფექციურ საავადმყოფოში 56 პაციენტი იმყოფება. აქედან 2 შესაძლო შემთხვევაა. კლინიკაში დადასტურებულია 54 შემთხვევა.

 

კლინიკაში რჩება ერთი მძიმე პაციენტი, რომელსაც მძიმე პნევმონია აქვს.

 

მას აქვს  თანარსებული ორი მძიმე დაავადება – შაქრიანი დიაბეტი და ძნელად სამართავი ჰიპერტონული დაავადება. პროგნოზს ჯერჯერობით ვერ გეტყვით იმიტომ, რომ კლინიკური მდგომარეობისა და ლაბორატორიული ტესტების შედეგებით, არანაირი სტაბილიზიაცია არ გვაქვს, გაუმჯობესებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის“,- აღნიშნავს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა 

 

ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 61 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი.

 

რეანიმაციაში რცება 4 პაციენტი. აქედან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

ერთი მათგანი არის 47 წლის მამაკაცი.ის ჩვენს კლინიკაში მოთავსდა 14 დღის წინ.

 

მისი მდგომრეობის დამძიმება განპირობებული იყო კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ორმხრივი მწვავე პნევმონიით, ანამნეზში არის ფილტვის ქრონიკური უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობით, მიღწეულია დადებითი შედეგი. სუნთქვის უკმარისობის ხარისხი შემცირებულია“,- აღნიშნავს ლევან რატიანი.

 

კლინიკაში ასევე მოთავსებულია 80 წლის ქალბატონი. მისი მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე მძიმე იყო.

 

კიდევ 29 გამოჯანმრთელებული - საქართველოში კორონავირუსისგან 269 ადამიანი განიკურნა
2020-05-06კიდევ 29 გამოჯანმრთელებული - საქართველოში კორონავირუსისგან 269 ადამიანი განიკურნა

 

ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობა 610-ს შეადგენს. 

 

გამოჯანმრთელებულია 269 ადამიანი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5083

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X