12:35 | 2020-04-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბოლო მონაცემები – როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა

ბოლო მონაცემები – როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა

27 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული. პაციენტები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ.

 

კლინიკის წარმოამდგენლები პაციენტების მდგომარეობის შესხებ განმარტებებს აკეთებენ:

 

ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში დაახლოებით 337 პაციენტი მკურნალობს.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა

 

ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ 62 პაციენტი მკურნალობს, აქედან კოვიდ ინფექცია 49-ს აქვს დადასტურებული.

 

კლინიკაში რჩება 10 მოზარდი, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, სამი პაციენტი მაღალასაკობრივ რისკს მიეკუთვნება.

 

ასევე კლინიკაში მკურნალობს 11 პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც საყურადღებოა, ერთი პაციენტი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

კლინიკას გუშინ დაემატა 15 პაციენტი. აქედან 12 თეთრიწყაროდან, ხოლო 3 ბოლნისიდან.

 

ინფექციური საავადმყოფო

 

27 აპრილის მონაცემებით ინფექციურ საავადმყოფოში 46 პაციენტი მკურნალობს.

 

ასევე, საავადმყოფოში მკურნალობს 11 მოზარდი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

პირველი დღიდნ მოყოლებული, საავადმყოფოში კორონავირუსისგან სულ 57 პაციენტი განიკურნა.

 

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი განმარტავს, რომ ახალი შემთხვევები ძირითადად ბოლნისის და მარნეულის წყაროებია.

 

„ერთი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან. ჩვენთან, 2-3 დღეში დაახლოებით ოთხი პაციენტი შემოვიდა, ძირითადად ბოლნისის და მარნეულის წყაროებია, რაც ჩვენთან გვხვდება, ერთი პაციენტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან“,- აღნიშნავს მარინა ეზუგბაია.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა 

 

27 აპრილის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 110 პაციენტი, აქედან covid-19-ით ინფიცირებულია 87 პაციენტი.

 

რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 7 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 79 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი.

 

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

„ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს, დანარჩენი პაციენტები, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- აღნიშნავს რატიანი.

 

რესპუბლიკური საავადმყოფო 

 

რესპუბლიკურ სავადმყოფოში ამ დორისთვის  64 პაციენტია მოთავსებული, აქედან 47 არის დადასტურებული ინფექციით. გუშინ საავადმყოფოს 7 პაციენტი დაემატა.

 

„2 პაცინეტი გაეწერა კლინიკიდან. დღეს 6 პაცინეტს რეტესტირება უკეთდება, თუ მათი პასუხი უარყოფითი იქნება, მათაც ხვალ გავუშვებთ სახლში.

 

დღეს 13 პაციენტს გაუკეთდა კვლევა და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ახალი პაციენტების მდგომაროება არის ძირითადად ნორმალური. მხოლოდ ერთს აქვს პნევმონიის ნიშნები.

 

მათი კალსტერები ცნობილია. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი არის თეთრიწყაროდან, ნაწილი კი თბილისიდან შემოყვანილი“,- აღნიშნა საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

 

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 11 მედპერსონალს გაუკეთდა ტესტი, ასევე გაიტესტა რეანიმაციულ განყოფილებაში მომუშავეები და მათი პასუხები უარყოფითია.

 

ინფორმაცია რეგიონებიდან :

 

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო 

 

ამჟამად ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში 22 ადამიანი მკურნალობს.

 

კლინიკას სულ 14 გამოჯანმრთელებული ჰყავს. გამოჯანმრთელებულებს დღეს კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც ე.წ. ქუთაისის კლასტერს ეკუთვნის.

 

დღესვე კლინიკა  შეიძლება კიდევ ერთმა  პაციენტმა დატოვოს. ის ფარცხანაყანების კლასტერს ეკუთნის.

 

ფოთის ცხელების ცენტრში კი 11 პაციენტის ბიოლოგიური მასალის კვლევის პასუხებს ელოდებიან. მათგან 7 მედ. პერსონალია.

 

კლინიკა „მედალფა“ 

 

კლინიკა „მედალფაში“ 37 პაციენტი მკურნალობს. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა. „მედალფაში“ 7 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან  მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები აღარ აქვთ.

 

ფოთის ჰოსპიტალში ამ დროისთვის 11 პაციენტი იმყოფება, აქედან 9 დატესტილია, ხოლო 2 მოგვიანებით შევიდა კლინიკაში.

 

„კორონავირუსი ახლა ჩვენს ბინაში ცხოვრობს“ - ფოტოები ოჯახიდან, სადაც COVID-19-ს ებრძვიან
2020-04-27„კორონავირუსი ახლა ჩვენს ბინაში ცხოვრობს“ - ფოტოები ოჯახიდან, სადაც COVID-19-ს ებრძვიან

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X