
საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი.
პაციენტები მთელი საქართველოს მაშსტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში არიან მოთავსებულები. კლინიკის წარმომადგენლები პაცინეტების მდგომარეობის შესახებ განამრტებებს აკეთებენ:
ბოჭორიშვილის კლინიკა
ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში 47 პაციენტი მკურნალობს, აქედან ვირუსი 22-ს აქვს დადასტურებული.
კლინიკას დაემატა ორი ახალი პაციენტი მარნეულის კლასტერიდან. ისინი სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ასევე კლინიკაში არის ორი გამოჯანმრთელებული, რომლებიც უკვე გაეწერნენ კლინიკიდან.
კლინიკაში რჩება 6 მოზარდი და სამი საყურადღებო პაციენტი.
ინფექციური საავადმყოფო
ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს ერთი ახალი პაციენტი, რომლის წყაროც უცნობია.
„გუშინ ჩვენთან დღის მეორე ნახევარში ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, ამ პაციენტის წყარო არ არის დადგენილი, ხდება მისი კვლევა, დანარჩენი პაციენტები არსებული წყაროების კონტაქტებია”, – აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფ მძიმე პაციენტებს. მათი მდგომარეობაც დასტაბილურდა და დაავადების პროგრესირება აღარ შეიმჩნევა.
„კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება კი არა, გაუმჯობესება აღინიშნება დინამიკაში“,- ამბობს ეზუგბაია.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 104 პაციენტი მკურნალობს, აქედან კოვიდ ინფექცია 86-ს უდასტურდება.
ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი და ისინი ეტაპობრივად დატოვებენ კლინიკას.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 პაციენტი. აქამდე სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ერთის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ახლა კლინიკაში ორი კრიტიკული პაციენტია.
ინფორმაცია რეგიონებიდან:
ფოთის ცხელების ცენტრში დღეს 2 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ერთი მათგანი, წლის და 6 თვის ბავშვი ოზურგეთიდანაა გადაყვანილი, მამაკაცი კი ზუგდიდიან.
„დაიტესტა ორი პაციენტი. ეს არის წლის და 6 თვის გოგონა ოზურგეთიდან, 65 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან მწვავე რესპირატორული სიმპტომებით დაველოდებით მათ პასუხებს. მოგვიანებით შემოვიდა 17 წლის გოგონა ცხელებით“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
ასევე, ბათუმში 70 წლის ქალს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი ე.წ. ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ამბობს, იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მხოლოდ ოჯახის ერთ წევრთან ჰქონდა კონტაქტი.
ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ გადაჰყავთ.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.























