
საქართველო აივ ინფექცია/შიდსის ზოგად მოსახლეობაში გავრცელების თვალსაზრისით დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა უკანასკნელ წლებში საქართველოში აივ-ინფექციის ინციდენტობის მაჩვენებელი მზარდი დინამიკით ხასიათდება.
საქართველოში 2020 წლის 5 მარტის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:
აივ-ით ინფიცირების 8204 შემთხვევა
6125 – მამაკაცი
2079 – ქალი
მათი ასაკი 29-დან 40წლამდე მერყეობს. დარეგისტრირებული პაციენტებიდან შიდსი განუვითარდა – 4271-ს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 1660-ს მიაღწია. მხოლოდ წელს აივ ინფექციის 102 შემთხვევა გამოვლინდა.
2018 წელს საქართველოში აღირიცხა აივ-ის 672 ახალი შემთხვევა (მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ), რაც წინა წელთან შედარებით 6.5%-იან ზრდაზე მიუთითებს.

2018 წელს სულ ჩატარებულ იქნა 188 142 ტესტი (2017 წ. – 77 800 ტესტი), მათ შორის 3 315 ტესტი ჩაუტარდათ ბავშვებს.
2018 წლის, მონაცემების მიხედვით, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს, აივ ინფექციის ახალი შემთხვევების განაწილება გადაცემის გზების მიხედვით, ასე გამოიყურება:
ნარკოტიკის ინექციური მოხმარება – 16.2%
ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კონტაქტი – 62.8%
ჰომოსექსუალური სქესობრივი კონტაქტი – 19.5%
ვერტიკალური გადაცემა (დედიდან შვილზე) – 0.00%
სისხლის ან სისხლის პროდუქტების გადასხმა – 0.9%
დაუდგენელი – 0.6%
2016, 2017 და 2018 წლის მონაცემების მიხედვით 402 შიდსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.






















