13:54 | 2020-03-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ბოლო ორ დღეში StopCoV ფონდში 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა აკუმულირდა

ბოლო ორ დღეში StopCoV ფონდში 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა აკუმულირდა

ბოლო ორი დღის განმავლობაში Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის მრჩეველმა ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„როგორც იცით, ამოქმედებულია Stopcov ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთდ. ეს პლატფორმა ძალიან კარგად მუშაობს, ვინაიდანაქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესს აქვს და ის სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ცნობისთვის,

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე განკურნებულია 10 პაციენტი

 

კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ნახეთრა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

 

საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის –  სპეცრეისების ფრენების განრიგი

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X