11:29 | 2021-04-06 ავტორი: Prime Time

ბოლო ორ თვეში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო ორ თვეში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 592 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 536, „პისიარ“ ტესტით – 6 056.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 958 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი, გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 191, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 892 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 269 პირი.

 

ამასთან, 5 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი.

ავტორი: Prime Time

X