17:06 | 2021-04-23 ავტორი: Prime Time

ბოლო ორი კვირაა კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია – ლევან რატიანი 

ბოლო ორი კვირაა კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია – ლევან რატიანი 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ კლინიკაში ახალი პაციენტის მისაღებად ადგილი აღარ არის. ამის შესახებ რატიანმა „დღის კურიერთნ“ საუბრისას განაცხდა.

 

როგორც ლევან რატიანი ამბობს, მათ არ აქვთ ასევე რესურსი, რომ ექიმებით რომელიმე სხვა კლინიკას დაეხმარონ.

 

„ბოლო ორი კვირაა, რაც კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია. დღეისთვის არცე რტი საწოლი, არც რეანიმაციაში, არც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არ გაგვაჩნია, რაც მიუთითებს რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია ქვეყანაში“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

 

მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები, სავარაუდოდ, ჩინური ვაქცინით აიცრებიან
2021-04-23მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები, სავარაუდოდ, ჩინური ვაქცინით აიცრებიან
ავტორი: Prime Time

X