12:47 | 2020-05-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, რაც გვახარებს – ლევან რატიანი

ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, რაც გვახარებს – ლევან რატიანი

ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 61 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, კლინიკიდან გაეწერა ერთი მედპერსონალიც, ხოლო კიდევ რამდენიმე მედიკოსი კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება.

 

„გაგზავნილი გვაქვს კიდევ რამდენიმე ტესტი, თუ მოვიდა განმეორებით უარყოფითი პასუხი, ისინი დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას

 

რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ჩვენ კლინიკაშია, ერთი მათგანი გაეწერა და რამდენიმე რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. როდესაც გავა პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი, ისინიც რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

 

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ტესტირების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა.

 

„ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, რაც ყველას, მათ შორის მე და მედპერსონალს გვახარებს“,- განაცახადა რატიანმა.

 

ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობა 610-ს შეადგენს. 

 

გამოჯანმრთელებულია 269 ადამიანი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5083

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X