
მარნეულში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.
მერიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის, მარნეულში სულ კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა გამოვლენილი.
„სამი დღეა მარნეულში კორონა ვირუსით დაინფიცირება არ დაფიქსირებულა. დღეის მონაცემებით, მარნეულში სულ 15 ადამიანს აქვს კოვიდ-19 დადასტურებული.
მათგან 7 უკვე გამოჯანმრთელდა და 8 ადამიანი ამდრომდე მკურნალობს“, – განაცხადებს მარენეულის მერიაში.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
ავტორი: მარიამ ქველაძე






















