
ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მინდა, გავაკეთო განცხადება. ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა. იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა თითქმის ბოლო ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი. შემდგომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსი. ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვათ. უკვე ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით, სამშაბათიც ოთხშაბათიც, ხუთშაბათისც გვაქვს დაახლოებით სამასი ერთეულით მეტი ახალი შემთხვევა, ვიდრე იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს და წინა ხუთშაბათს, ასევე ორი კვირის წინ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა.
ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ ის, რომ ქვეყანაში დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ახლა 7 000, 8 000, 9 000-ის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო ერთი კვირა გვაქვს საშუალოდ 8 000 მაჩვენებელი და ეს არის დაახლოებით სამჯერ ნაკლები, ვიდრე გვქონდა აგვისტოში და დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე საშუალოდ გვქონდა სექტემბერში. ეს არის ძალიან ცუდი. თან ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსებიც“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















