
ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტივიტერზე“ წერს.
„დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შვიდი წლისთავია! ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს.
საქართველო ახლა მზადაა მეტისთვისთვის და ევროკავშირში ინტეგრაციის მეტი კონკრეტული ნაბიჯებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი.























