
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მე-12 კლასელ მოსწავლეებს, სკოლის დამთავრება ონლაინ, თუმცა ორიგინალურად მიულოცეს.
პედაგოგებმა სპეციალურად კურსდამთავრებულებისთვის ვიდეორგოლი შექმნეს და სკოლის ფეისბუქ გვერდზეც ატვირთეს.
N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ბარტყულაშვილი ამბობს, რომ პედაგოგების სიურპრიზი ყველა კურსდამთავრებულისთვის ძალიან მოულოდნელი და ემოციური იყო.
სწორედ ამიტომ მან და მისმა თანაკლასელებმა გადაწყვიტეს პედაგოგების საცხოვრებელ სახლებთან მისვლა და მადლობის გადახდა.
„შევიკრიბეთ, სიმბოლურად ჩავიცვით თეთრი პერანგები და ჩვენს მასწავლებლებს მადლობა თავიანთ საცხოვრებელ სახლებთან გადავუხადეთ “ – ამბობს ლიზი ბარტყულაშვილი.
ავტორი: მარიამ ქველაძე























