23:21 | 2020-06-16 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბოლოს იტყვიან, რომ გაბუნიამ თვითონ დაიქირავა თავის ამფეთქებელი – ნათელაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს

ბოლოს იტყვიან, რომ გაბუნიამ თვითონ დაიქირავა თავის ამფეთქებელი – ნათელაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭო უნდა შეკრიბოს.

 

მან გააკრიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრისა და მმართველი გუნდის წევრების განცხადებები, გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

 

რუსული სიკვდილის ბრიგადები - რეჟიმის მიერ შეკვეთილი მკვლელობები
2020-06-16რუსული სიკვდილის ბრიგადები - რეჟიმის მიერ შეკვეთილი მკვლელობები

 

„იმის ნაცვლად, რომ გაეროს უშიშროების საბჭო შეკრებილი იყოს უკვე, აი ამ წუთში და იხილავდეს რუსეთის სახელმწიფოს მიერ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტის ორგანიზებას.

 

ამ საშინელ მაგალითზე ჩვენ ვისმენთ საგარეო საქმეთა მინისტრის და ე.წ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომ შეთქმულების თეორიებს…

 

ბოლოს იქამდე მივლენ, რომ გაბუნიამ თვითონ დაიქირავა თავისი ამფეთქებელი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

ასევე ნახეთ: უმძიმესი დანაშაული აღკვეთილია – პრემიერი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

 

ცნობისთვის გუშინ, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.

 

მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X