13:31 | 2021-06-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ბოლოს ხომ მაინც ერთად ვიქნებით“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

„ბოლოს ხომ მაინც ერთად ვიქნებით“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

დღეს, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.

 

ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

„წახვედი და ვეღარ გნახეთ“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და ტრაგიკული ღამიდან ერთი წლის შემდეგ
2021-06-18„წახვედი და ვეღარ გნახეთ“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და ტრაგიკული ღამიდან ერთი წლის შემდეგ

 

„ერთი წელი გიოს გარეშე.

 

თავისი არყოფნით ყველა შეგვცვალა, სულიერად გაგვზარდა,

 

მადლობა, ჩემო პატარა, ყველაფრისთვის, ცოტა ხნით კი გამიფრინდი, მაგრამ ეგ არაფერი, ბოლოს ხომ მაინც ერთად ვიქნებით!“, – წერს მირიან ნიკოლაძე.

 

ცნობისთვის, ერთი წლის წინ, 2020 წლის 18 ივნისის ღამით, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.

 

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

 

20 წლის გოგოს მკვლელობა, რომელსაც ქართველს აბრალებდნენ, მისმა ქმარმა ჩაიდინა - ბერძნული მედია
2021-06-1720 წლის გოგოს მკვლელობა, რომელსაც ქართველს აბრალებდნენ, მისმა ქმარმა ჩაიდინა - ბერძნული მედია

 

სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

 

2021 წლის 9 მარტს, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ სცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ. მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა.

 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 2020 წლის ივნისის ბოლოს, ბრალი 17 ადამიანს წარედგინა, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

პირადი ტრაგედია შემემთხვა. ქმარმა მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიმატოვა - მარიამ კუკუნაშვილი პირადზე
2021-06-18პირადი ტრაგედია შემემთხვა. ქმარმა მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიმატოვა - მარიამ კუკუნაშვილი პირადზე
  
კაცმა ცოლს აცრის გამო ისე სცემა, რომ კბილები ჩაულეწა - ბაია პატარაია შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს
2021-06-18კაცმა ცოლს აცრის გამო ისე სცემა, რომ კბილები ჩაულეწა - ბაია პატარაია შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X