
ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი ამირან გამყრელიძის მიერ გამოთქმულ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ვაქცინირებულ ადამიანებს, სავარაუდოდ, კომენდანტის დროს გადაადგილება შეეძლებათ.
როგორც თამარ ივერი ამბობს, მსგავსი ინიციატივა მოსახლეობის გახლეჩვას გამოიწვევს.
„მოვისმინე გამყრელიძის ინიციატივა, ვინც 2-ჯერ აიცრის, იმისთვის აღარ იარსებებს კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვებიო….ვთვლი, რომ ეს არის უპირველესად იმ დანარჩენი ადამიანების უფლებების შეურაცყოფა; საზოგადოების გადახარისხების და გახლეჩვის მცდელობა! ესე იგი უკვე ძალდატანებას აქვს ადგილი რომ ვინც 2-ჯერ აცრილია მისთვის უკვე ყველგან მწვანე შუქია და გზა ხსნილი. ესე იგი, ისინი უკვე პრიორიტეტული და თავისუფალი მოქალაქეები ხდებიან. აღარც პირბადის ტარების ვალდებულება ექნებათ და ა.შ
სწორედ ამ საშიშროებას ხედავს საზოგადოება პირველივე დღიდან და ამას გვაპარებენ ნელნელა. ბოლოს უკვე მაგ საბუთის გარეშე, მარკეტში აღარ შეგიშვებენ პურის საყიდლად. არადა, ოფიციალურად….იფიცებიან…ნებაყოფლობითია ვაქცინირებიო. კი ბატონო, გაგხდიან საზოგადოების თრეშად და „ნარჩენად“ და….მაშინ კი იციან რომ უკვე კედელთან მიყენებულ სიტუაციაში ხარ.
მოკლედ, არწივს რომ ფრთებს დააცლი და ფეხებთან მოგიცუცქდება უსუსურად, ეს პრინციპი აქვთ აღებული ამ მედ-მაფიოზებს“,- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნებათ გაკეთებული, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას.























