
ბორჯომში სავარაუდოდ სოკოს ინტოქსიკაციით მამა-შვილი გარდაიცვალა. კლინიკაში ჯერ 70 წლის მამა, მომდევნო ღამეს კი მისი 40 წლის შვილი შეიყვანეს.
ექიმის განცხადებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პაციენტები ექსპერტიზაზე არ გადაუყვანიათ, თუმცა როგორც ტოქსიკოლოგმა განაცხადა, მსგავსი ფაქტი შესაძლებელია იყოს სოკოს მოგვიანებით ეფექტის ბრალი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















