
ბორჯომში მაშველებმა ხევში ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული. „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.






















