11:34 | 2020-04-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 პაციენტს გართულებული პნევმონია აქვს, მათ შორის ერთი სასულიერო პირია

ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 პაციენტს გართულებული პნევმონია აქვს, მათ შორის ერთი სასულიერო პირია

ვახტანგო ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძის თქმით, კლინიკაში 11 პაციენტს გართულებული პნევმონია აქვს და მათ შორის არის სასულიერო პირიც.

 

„დაახლოებით 11 პაციენტია გართულებული პნევმონიით, მათი მდგომარეობა არის საყურადღებო თუმცა არის მართვადი და გრძელდება მონიტორინგი და მკურნალობა ამ პაციენტების, ამ 11 პაციენტში არის სასულიერო პირიც“, – განაცხადა მეგი კობახიძემ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X