10:42 | 2020-04-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბოჭორიშვილის კლინიკაში 7 ინფიცირებულ მოზარდს მკურნალობენ

ბოჭორიშვილის კლინიკაში 7 ინფიცირებულ მოზარდს მკურნალობენ

ბოჭორიშვილის კლინიკაში 7 მოზარდს კორონავირუსზე მკურნალობენ, მათი ასაკი 18 წლამდეა,- ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ბოჭორიშვილის კლინიკაში არის 55 პაციენტიდან 19 დადასტურებული „კოვიდით“, აქედან 7 არის 18 წლამდე ასაკის პაციენტი, არცერთის მდგომარეობა კრიტიკულად არ ფასდება. კლინიკაში 4 საყურადღებო პაციენტია, საყურადღებო პაციენტებში არასრულწლოვნები არ არიან“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 266-მდე გაიზარდა.  გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.

 

კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

 

  გაიგეთ მეტი შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X