
ახალგაზრდა ექთანს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ქალბატონი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალშიც“ მუშაობდა.
გავრცელებულ ინფორმაციას, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ კლინიკის წარმომადგენელი „პრაიმტაიმთან“ ჯერჯერობით არ ადასტურებს.
საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალი” დახურული არ არის და ცხელების ცენტრში პაციენტების მიღება ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
ჰოსპიტალის ექთანს და მის კონტაქტებს დამატებითი კვლევა უტარდებათ
სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალის ექთანს, რომელიც ამავდროულად, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშუც მუშაობს, რესტირება გაფართოებული კვლევის ფარგლებში ჩაუტარდა.
გუშინ ჩატარდა კვლევა. აჩვენა დადებითი პასუხი, მაგრამ წინა შემთხვევიდან გამომდინარე, ჯერ ვერაფერს ვიტყვით. მიმდინარეობს დამატებით კვლევა და ხვალ პასუხი გვეცოდინება- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სავარაუდო დაინფიცირებულს პაციენტებთან შეხება არ ჰქონია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















