11:40 | 2020-04-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა. ბავშვის დედა დაინფიცირებული არ ყოფილა.

 

„დღეს დილისთვის აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი. 44-დან კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს. 17-დან 2 გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, გარდაცვლილია – 3.

 

კარანტინის რეჟიმში 4672 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X