11:00 | 2020-04-06 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 6 ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,- ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განცხადა.

 

მისი თქმით, ორი ახალი პაციენტი უკვე შიდაგავრცელების მაგალითია და მათი კლასტერების დადგენა რთულია.

 

„დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი მძიმეა, რომლის მდგომარეობაც საყურადღებოა.

 

დანარჩენი პაციენტებიდან 10 პაციენტი ჩართულია კვლევაში, აქედან 4 პაციენტზე მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა გამოჯანმრთელების დასადასტურებლად.

 

ორი ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელება.  შესწავლილია მათი წყარო, მაგრამ კლასტერები უკვე ძალიან აირია და ჩვენთვის (სამედიცინო მუშაკებისთვის) უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება 13 წლის ბავშვს, მისი მდგომარეობა კარგია და ახლა მიმდინარეობს პნევმონიის სურათის ალაგება“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

მისივე თქმით, ბოჭორიშვილში მოთავსებული 2 წლის ბავშვის დედას კორონავირუსი არ უდასტურდება.

 

 

  • ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X