11:43 | 2020-04-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი კლინიკა „თიმის“ ექიმია

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი კლინიკა „თიმის“ ექიმია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისის მედიცინის ცენტრიდან არის გადმოყვანილი.

 

როგორც ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კლინიკა „თიმის“ ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი გუშინ ღამით დაუდასტურდა და ინფიცირების წყარო ცნობილია.

 

საქართველოში კორონავირუსისგან 77 ადამიანი განიკურნა.

 

ხოლო ახალი კორონავირუსის შემთხვევა 22-ით გაიზარდა და 370 გახდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X