10:46 | 2020-04-02 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბოჭორიშვილის სახეობის კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ორი პაციენტია, რომლის მდგომარეობაც საყურადღებოდ მძიმეა.

 

„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 14 პაციენტი, აქედან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს ვირუსი.

 

გუშინ კვლევა ჩაუტარდა 4 პაციენტს, რომელზეც უარყოფითი შედეგი მოვიდა. დღეს ველოდებით 3 პაციენტის პასუხს. ჩვენთან ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

რაც შეეხება მათ, ვისაც ვირუსი დადასტურებული აქვთ. არსებული პაციენტებიდან 3 პაციენტზე ხვალ უკვე გადამოწმდება მათი გამოჯანმრთელების პროცესები, ახალი ორი პაციენტიდან ერთის მდგომაროება საყურადღებოდ მძიმეა“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ცნობისთვის, 2 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X