
ბოჭორიშვილის კლინიკდიან კიდევ 5 პაცინეტი გაეწერება, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა, განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკას თეთრიწყაროდან და ბოლნისიდან ორი ახალი პაციენტი დაემატა.
“ბოქსირებულ სექტორში არის 63 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 54. გუშინ დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა, ორივე არის ცნობილი კლასტერებიდან. ერთი არის თეთრიწყაროს ექთანი, მეორე ბოლინისიდანაა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 9. გვაქვს 6 საყურადღებო შემთხვევა, თუმცა მძიმე პაციენტი არ გვყავს,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
რაც შეეხება პაცინეტს, რომელსაც ფილტვების ანთებაზე მკურნალობდნენ და შემდეგ ვირუსი აღმოაჩნდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და გამოხატულია ორმხრივი პნევმონია.
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსის 647 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელებულია 372 ადამიანი.
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 11.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4373 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3






















