
„ზოგი პოლიტიკოსი ხმამაღალია, მაგრამ შეიძლება ერთი და ორი საკანონმდებლო ინიციატივაც არ ჰქონდეს დაწერილი“ – ამის შესახებ „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
„დღეს ბევრი პოლიტიკოსია, მაგრამ ყველა არ არის საქმისთვის. ზოგი ძალიან ხმამაღალია, მაგრამ შეიძლება ერთი და ორი საკანონმდებლო ინიციატივაც არ ჰქონდეს დაწერილი. ბრახა-ბრუხს და მუშტების ქნევას, ორივე მხარეს ვამბობ, არაფერი არ უნდა.
არც მეცადინეობა უნდა, არც შრომა, არც თავდადება. ეს არის მარტო კუნთების თამაში. მაგრამ რაც შეეხება ფუტკარივით შრომას ამას უნდა დროის დახარჯვა, ინვესტიცია, თავდადება და ა.შ“, – თქვა ანა დოლიძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.






















