
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ისტორიული შეხვედრა, რომელსაც მსოფლიო მოუთმენლად ელოდა, 16 ივნისს ჟენევაში, ფეშენებელურ ვილა ლა გრანჟში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს 2018 წლის შემდეგ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო.
მსოფლიოს ორ ყველაზე ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა, შეიძლება ითქვას დაიძაბა, რამაც მთელ მსოფლიოზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. სწორედ ამ მოცემულობამ კიდევ უფრო გაზარდა მსოფლიოს ინტერესი პრეზიდენტების შეხვედრის მოლოდინები.
მას შემდეგ, რაც ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ამასთან, რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნდა თუ არა ვლადიმერ პუტინი მკვლელად ბაიდენმა უპასუხა – დიახ.
რუსეთის პრესმდივანმა პესკოვმა, ბაიდენის განცხადებას ქვეყნებს შორის ურთიერთობებში „უპრეცედენტო“ უწოდა, და ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ რუსეთი „მკაფიო“ პასუხს გასცემდა ბაიდენის ნათქვამს.
სწორედ შეხვედრამდე არსებული რეალობა და გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ისმებოდა კითხვები, თუ რამდენად შეძლებდნენ პუტინი და ბაიდენი საერთო ენის გამონახვას.
საბოლოო ჯამში პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილზე ხანმოკლე აღმოჩნდა.
ჟენევის სამიტმა დაგეგმილზე ბევრად უფრო ნაკლები (3 საათი) გასტანა. ჟენევაში პუტინისა და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველ სესიას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდნენ. მეორე სესია შესვენების შემდეგ დაიწყო და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მასა და ვლადიმერ პუტინს საუბრისთვის მეტი დრო არ დასჭირვებიათ. მისივე თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ნამდვილი პერსპექტივა არსებობს. ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართეს. ბაიდენმაც და პუტინმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს შეკვეთით დამზადებული სათვალე „ავიატორები“ აჩუქა, რომელიც Randolph USA-მ დაამზადა. აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ამერიკული ბიზონის ბროლის სკულპტურაც უსახსოვრა, რომელიც Steuben Glass-მა დაამზადა. პუტინმა კი ბაიდენს ხოხლომას სტილში შესრულებული საწერი ნაკრები „მოსკვა“ აჩუქა.
|რაზე ისაუბრეს ლიდერებმა
- ელჩები
ჟენევის სამიტზე რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვში თავიანთი ქვეყნების ელჩებს დააბრუნებენ. მათივე თქმით, ეს ყველაფერი ქვეყნებს გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაში დაეხმარებათ.
ცნობისთვის, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა ვაშინგტონი მარტში, მას შემდეგ დატოვა, რაც ბაიდენმა ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუში პუტინს მკვლელი უწოდა. მოგვიანებით კი, აშშ-მ ალექსეი ნავალნის მიმართ მოპყრობის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ სალივანმა კი მოსკოვი აპრილის თვეში დატოვა… წაიკითხეთ სრულად ptn.ge-ზე























