16:30 | 2021-01-05 ავტორი: Prime Time

“სასიყვარულო SMS–ებს წერდა” – რა გახდა “ოცნების ქალაქში” მომხდარი მკვლელობის მიზეზი

“სასიყვარულო SMS–ებს წერდა” – რა გახდა “ოცნების ქალაქში” მომხდარი მკვლელობის მიზეზი

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

დაკავებული მამულაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოკლული გიორგი ბოლქვაძის ბიძაშვილი, ბრალდებული მამულაძის ძმის ცოლს სასიყვარულო sms–ებს წერდა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

 

ოჯახის წევრები “მთავარ არხთან საუბრისას” აცხადებენ, რომ მამულაძეები ბოლქვაძესთან დასალაპარალებლად მივიდნენ, ხოლო გიორგი ბოლქვაძე მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მამულაძეებს თავს დაესხა და ამის შემდეგ მამულაძემ ცივი იარაღი გამოიყენა.

 

“ამ ჩემს რძალს საერთოდ არც იცნობს, წავიდა სასიყვარულო მესიჯების წერა, ვიცი სახლში მარტო ხარო, შენი დედამთილ–მამამთილი სად დადისო…

 

მერე შემოვიდა და ჩემს ქმარს უთხრა, ვისაც მწერს, ვერ გამოვდივარ ოთახიდან, მეშინიაო, რომ წავიდნენ მოლაპარაკებებზე ამ მკვდარმა აიღო და გაუგლიჯა თავი, იმენა დედას აგინებდნენ ჩემს შვილს”, – ამბობს ბრალდებულის დედა მზიური მჟავანაძე “მთავარ არხთან”.

 

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ავტორი: Prime Time

X