11:12 | 2020-12-27 ავტორი: Prime Time

ბრალდებული ნარკოტიკს ქალის კოსმეტიკის კოლოფებში ინახავდა – შსს

ბრალდებული ნარკოტიკს ქალის კოსმეტიკის კოლოფებში ინახავდა – შსს

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში 1981 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები: ნახევარ კილომდე “ალფა პვპ,” ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება “ალფა პვპ”-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა“ – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

როგორ შეიძლება განვითარდეს პანდემია 2021 წელს - უცხოური მედია
2020-12-26როგორ შეიძლება განვითარდეს პანდემია 2021 წელს - უცხოური მედია
ავტორი: Prime Time

X